ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა – მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის

ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა. მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის მსახურების შესრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა მრევლს წმინდა ზიარების მიღება მიულოცა.

„დღეს განსაკუთრებული დღეა. ის დღეა, მაცხოვარმა რომ აზიარა მოციქულები და მათ შორის, აზიარა იუდა ისკარიოტელი. წმინდა მამები ამბობენ, რომ იუდა ისკარიოტელი ზიარების შემდეგ გამოვიდა და გასცა მაცხოვარი. იმას რომ მადლობა შეეწირა მაცხოვრისათვის წმინდა ზიარების მიღებისათვის, ის ვეღარ გასცემდა, ეშმაკი ვერ შევიდოდა მასში.

ჩვენ უფრო ვთხოულობთ. არსებობს თხოვნითი კვერექსი, რასაც ჩვენ ვთხოულობთ, ის არის მწუხრზე, ცისკარზე და წირვაზე, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა. მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის და აი დღეს, როცა ჩვენ ვეზიარეთ წმინდათა საიდუმლოთა, ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს“, – ბრძანა პატრიარქმა.

ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი სრულდება.

banner
წინა სტატიაშიგურამ წიბახაშვილის გამოფენა – „ზამთარი გადატანილია“, თიბისის მხარდაჭერით, ფოტოგრაფის ამავე სახელწოდების წიგნის პრეზენტაციით გაიხსნა
შემდეგი სტატიაჩვენი ამოცანაა, დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ევროპული საქართველოც“, წიწილებს 19 მაისს დავითვლით