“ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი დამოუკიდებლობა დავიცვათ და განვავითაროთ”-გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” ლიდერებმა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, დღევანდელი დღე არის შეხსენება მთელი საზოგადოებისთვის, რომ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას დღესაც სჭირდება დაცვა. მისივე თქმით, იმის ნაცვლად რომ დღეს უსაფრთხოებისა და დემოკრატიის გაძლიერებაზე ვიზრუნოთ, ამ კუთხით ეროზიას და უკუსვლას აქვს ადგილი.

“მაშინ, საუკუნის დასაწყისში საერთაშორისო სისტემა არ იყო ისეთი ძლიერი, რომ საბჭოთა რუსეთის პირისპირ დარჩენილ საქართველოს გაეძლო და დაეცვა დამოუკიდებლობა. დღეს ჩვენ ვართ საერთაშორისო სისტემის ნაწილი და ამ საერთაშორისო უსაფრთხოების გამო ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი დამოუკიდებლობა დავიცვათ და განვავითაროთ. მაგრამ, ამისთვის საჭიროა განვავითაროთ დემოკრატია, უსაფრთხოება, კეთილდღეობა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს სრულფასოვანი წევრი ცივილიზებული და თავისუფალი სამყაროსი”, – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშისოსო ოხანაშვილს ზურაბ ბუჩუკური შეცვლის
შემდეგი სტატიაპროკურორი: დეკანოზი გიორგი მამალაძე 27 თებერვალს დაიკითხება, მის მიმართ ბევრი შეკითხვა არსებობს