ჩვენ გვაქვს რესურსი, რათა გავუმკლავდეთ კორონავირუსს – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსზე კომენტარი გააკეთა. მისივე თქმით საქართველოს ჯანდაცვას აქვს შესაბამისი რესურსი, რათა გაუმკლავდეს კორონავირუსს, რადგან ეს არის ტიპიური ვირუსი. ამ შემთხვევაში უმთავრესია დროუალდ მოხდეს პაციენტის სტაციონარიზაცია.

მინისტრის თქმით, ხვალ, გერმანიიდან გამოგზავნილი პასუხით გახდება ცნობილი, დაუდასტურდება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოში განთავსებულ სამ პაციენტს ახალი კორონავირუსი.

„უკვე კვირაზე მეტია ტარდება პრევენვიული ღონისძიებები ჩვენს სასაზღვრო ზონებზე, სადაც შემოწმებულია ყველა ის მოქალაქე, რომელზეც მიტანილია ეჭვი, როგორც კორონავირუსის პოტენციურ მატერებელზე. ამ პრევენციულმა ღონისძიებებმა გამოიწვია ის, რომ საქართველო დღემდე იმყოფება მწვანე ზონაში.

ჩვენ გვყავს მხოლოდ სამი პაციენტი, რომელიც მკურნალობას გადის ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ მათაც ამ ეტაპამდე ახალი კორონავირუსი არ უდასტურდება. ხვალ ველოდებით გერმანიიდან პასუხს, რომლითაც გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, დაუდასტურდება თუ არა ამ სამ პირს ახალი კორონავირუსი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს რესურსი, რომ გავუმკლავდეთ კორონავირუსს, ვინაიდან ეს არის ტიპიურად მიმდინარე ვირუსი. ამ შემთხვევაშია მთავარია დროულად იყოს აღმოჩენილი დახმარება და მოხდეს პაციენტის დროული სტაციონარიზაცია,” – აღნიშნა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობის თითოეულმა დეპუტატმა, ვინც პარლამენტში შედის, უნდა იცოდეს, რომ უნდა რცხვენოდეს, რადგან არიან ჩვეულებრივი ლაქიები – ვაშაძე
შემდეგი სტატიათოიძის N14-ში საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს