„ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი, ან შევეგუოთ იმას, რაც ჩაიდინა ხელისუფლებამ, ან ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე,”

ნიკა მელია

რუსთაველის გამზირზე, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ მიმართა. ნიკა მელია ამბობს, რომ თბილისის ცენტრში ძალადობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

„ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი, ან შევეგუოთ იმას, რაც ჩაიდინა ხელისუფლებამ, ან ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე. ხელისუფლებამ დანიშნა მესამე ტური და მას ეგონა, რომ ჩვენ ენერგიისგან დავიცლებოდით და მონაწილეობას არ და ვერ მივიღებდით მესამე ტურში. ჩვენ, არა თუ ვიღებთ მონაწილეობას მესამე ტურში, არამედ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იცით რატომ ხოლხნო? ის რაც მათ იკადრეს, ყველა არჩევნები, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს და ქვეყნის პირობებში ჩატარებულა, ერთად რომ შევაჯამოთ და ხარვეზები და დანაშაულებები რომ ავიღოთ, ათჯერ მეტი გააკეთეს ერთ არჩევნებში ხალხო,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიამ არჩევნებზე მოსახლეობის მოსყიდვისა და დაშინების ფაქტები გაიხსენა. მათ შორის ზეწოლა სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და პენსიონრებზე. ასევე ისაუბრა დასაქმებულ მოქალაქეებზე მუქარის შესახებ.

„ეს არ არის ნებაყოფლობით არჩეული პრეზიდეტნი ხალხნო. ამ ყველაფერს თან აკეთებდნენ კრიმინალების მეშვეობით. სინამდვილეში, არც კრიმინალები არიან და არც ძველი ბიჭები, ესენი არიან სუს-თან და პოლიციასთან შეკრულები. პოლიციის უფროსი და თვითონ ძველი ბიჭი, პოლიციის უფროსი და თვითონ კრიმინალი, ერთად ატარებდა არჩევნებს. ჩვენ გვაქვს გამოსავალი. ან მივდივართ სახლებში და ფარ-ხმალს ვყრით, ან ვიბრძვით ბოლომდე. არ არის სალომე ზურაბიშვილი ჩვენი პრეზიდენტი,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაში“ეს პროტესტი ვერ განელდება, სანამ ხელისუფლება არ შეისმენს ჩვენს მოთხოვნას”-არმაზ ახვლედიანი
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი – აუუუ, რამდენი ვართ