ჩვენ გვაქვს ერთპარტიული, დიქტატურის სტილის პარლამენტი, რომელიც ნამდვილად არ არის არც ევროპული და არც პროგრესზე და მომავალზე ორიენტირებული – კაპანაძე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, დღეს საქართველოს ჰყავს ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც არის ოლიგარქის სამსახურში, შესაბამისად, ყველა ის კანონი, რომელიც საკაკონმდებლო ორგანოში მიიღება, არ არის ორიენტირებული არც პროგრესზე და არც მომავალზე.
„ჩვენ დღეს გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი ერთი ადამიანის, ოლიგარქის სამსახურში და არა მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის სამსახურში. შესაბამისად, ყველაფერი რაც იქ ხდება, დაწყებული ახლა მთავრობის დამტკიდებით, გაგრძელებული ამ ანტიოპოზიციური კანონების ინიცირებით, რომლის მიზანია უბრალოდ ოპოზიციის დასუსტება და არა რაიმე პროგრესი და რაიმე წინსვლა.
ეს ყველაფერი არის შედეგი გაყალბებული არჩევნების შედეგად მიღებული ხალხის მანდატის არმქონე პარლამენტის და ძალიან სამწუხაროა, რომ ასე გაგრძელდება, თუ გონს არ მოეგება ივანიშვილი და არ წამოვა მოლაპარაკებებზე და არ მიიღებს გადაწყვეტილებას ახალი არჩევნების შესახებ, რადგან ეს არის ერთპარტიული დიქტატურის სტილის პარლამენტი, რომელიც ნამდვილად არ არის არც ევროპული და არც პროგრესზე და მომავალზე ორიენტირებული.“ – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – დიდი მნიშვნელობა ექნება მომავლისთვის იმ რეგიონალურ ცვლილებებს და განვითარებას, რომლის მოწმენიც ყველანი გავხდით და საქართველომ შეძლო ამ ურთულეს პროცესებში ნეიტრალური პოზიციის დაცვა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – დღეს, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, საქართველოს მხარდაჭერა არის ისეთი, როგორიც წლების განმავლობაში არ ყოფილა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ მხარდაჭერის ეს დონე შევინარჩუნოთ