სამოქალაქო საზოგადოების წევრები, რომელებიც გუშინ 8 ნოემბერს აქციაზე იყვნენ, „ცესკოს“ წინ მშვიდობიანი მოქალაქეების პროტესტის წყლის ჭავლით დარბევას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ხალხის წინააღმდეგ არალეგიტიმური ძალა პირველივე წუთებში გამოიყენა.
“ეს არის უსინდისობა და კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული გაურკვეველი წარმონაქმნი, ის არის უმძიმეს მდგომარეობაში, აგონიაშია და ამავე დროს დაემართა პოლიტიკური ბულემია, ყველაფრის გადაყლაპვა, ყველაფრის შეჭმა უნდათ და ყველაფრის განადგურება, ეს იყო ძალის გადამეტება პირველივე წამიდან, რადგან იქ არავინ არ ყოფილა აგრესიულად მისული, სულ რაღაცა ასამდე კაცი იყო და ამათ დაიწყეს გაფრთხილების გარეშე, ესენი არიან მატყუარა ხალხი, რომლებიც ამ ყველაფერს აკეთებენ და ამართლებენ, რაც ყველაზე ცუდია”, – ამბობს მხატვარი, გია ბუღაძე