“ჩვენ გვაქვს ცუდი კანონმდებლობა, მაგრამ გვაქვს იუსტიციის საბჭო, რომელიც კარგად ირგებს ამ კანონმდებლობას”

ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი კანონმდებლობა გვაქვს, მაგრამ გვაქვს იუსტიციის საბჭო, რომელიც კარგად ირგებს და იყენებს ამ კანონმდებლობას, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი სოფო ვერძეული აცხადებს.

როგორც ვერძეულმა აღნიშნა, იუსტიციის საბჭოს წევრები არაფერს აკეთებენ ამ კანონდმდებლობის შესაცვლელად.

“იუსტიციის საბჭოს რამდენიმე წევრმა ახსენა, რომ ისე იმოქმედებს, როგორი კანონიც იქნება. მე ვხედავ, რომ ეს არის კეთილსინდისიერებისა და პასუხისმგებლობისგან დაცლილი განცხადებები. თუ კანონმდებელი სულელურ კანონს დაგიწერთ, მაინც გაყვებით და შეასრულებთ? სად გამოჩნდა თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და რა სცადეთ, რომ კანონი, რომელიც თქვენ არ მოგწონთ, შეცვლილიყო. ამბობთ, როგორ დავასაბუთოთ დახურული კენჭისყრის პირობებში ჩვენი გადაწყვეტილებებიო, რაში გამოიხატება, რომ თქვენ ამის შეცვლა გინდათ ან აქტიურობა სად იყო, როდის ეცადეთ, რომ კანონი არ ყოფილიყო ისეთი მახინჯი, როგორიც არის? დიახ, ძალიან ცუდი კანონმდებლობა გვაქვს, მაგრამ გვაქვს საბჭო, რომელიც კარგად ირგებს და იყენებს ამ კანონმდებლობას“,-მიმართა ვერძეულმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.

banner
წინა სტატიაში„კრიზისის ერთადერთი გადაწყვეტა დიპლომატიაშია და არა ომში” – პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობაზე
შემდეგი სტატიაგანათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-2017 სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს