ჩვენ გვაქვს ბევრი დისკუსია და კამათი, მაგრამ ეს არის მხოლოდ ხედვის საკითხებზე – სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე

ვინ დაგეგმა მიხეილ სააკაშვილის აფეთქება?

,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, პარტიაში მასთან არსებულ დაპირისპირებაზე გავრცელებული ხმები უარყო და თქვა, რომ გუნდში კამათი და დისკუსია მხოლოდ იდეოლოგიურ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიმდინარეობს.

ამის შესახებ სააკაშვილმა განცხადება გადაცემა ,,არჩევანში” გააკეთა.

„ეს არ არის ფეოდალის გუნდი, ნაციონალური მოძრაობა არის პარტია, რომელიც ეფუძნება მყარ იდეოლოგიას, ეს არის აღმშენებლობისა და განვითარების იდეოლოგია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ბევრი დისკუსია და კამათი, მაგრამ ეს არის მხოლოდ ხედვის საკითხებზე. იმაზე კი არა, ვინ რომელ ადგილზე იქნება, ეს მეორე ხარისხოვანია. მთავარია, სად იქნება საქართველო. ნაციონალური მოძრაობა არის ჩემი შექმნილი პარტია და, რა თქმა უნდა, მე სიტყვა მეთქმის, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ მთავარი ქვეყნის სამსახურია,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპატარა, ჩაბოღმილი, ოლიგარქიული პრო-რუსი ელემენტი – მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილზე
შემდეგი სტატია,,მე ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას და პროცესებში აქტიურად ჩართვას “