,,ჩვენ გუშინ შევხვდით საიას-ხელმძღვანელს, ანა ნაცვლიშვილს და ვთხოვეთ ამ პროცესში შუამდგომლობა”

“რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე არასამთავრობო სექტორს არხთან დაკავშირებულ დავაში მედიატორის ფუნქციის შესრულებას სთხოვენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ განაცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარი უკვე ჰქონდათ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან” და შეხვედრა იგეგმება სხვა ორგანიზაციებთანაც.
“ჩვენ გუშინ შევხვდით საიას-ხელმძღვანელს, ანა ნაცვლიშვილს და ვთხოვეთ ამ პროცესში შუამდგომლობა. მათთან ერთად თხოვნით მივმართავთ ყველა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასაც, რომ იქნებ, რაღაცნაირად, მედიატორის როლი შეასრულონ და დაარეგულირონ ეს საკითხი. ეს ის ხალხია, რომელიც დაინტერესებულია უკონფლიქტოდ, სამართლებრივი გზით, მშვიდად და წყნარად წარიმართოს ეს დავა და არ დარჩეს კითხვის ნიშნები. ჩვენ მივმართავთ თხოვნით”, – განაცხადა დავით დვალმა.
ჯარჯი აქიმიძის თქმით კი, ანა ნაცვლიშვილმა დახმარება აღუთქვა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ სიტუაცია კონტროლზე გაფართოებულ რეჟიმში აიყვანონ.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულებაზე უარს აცხადებს
შემდეგი სტატია,უნდა ვაღიაროთ, ჩვენი საგარეო ფრთა მოისუსტებს”