ჩვენ გავივლით ერთ კილომეტრსაც-იმ კილომტრებსაც რომლიც გვაშორებს სოხუმამდე და საქართველო იქნება ერთიანი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 7, 2018 15:10

ჩვენ გავივლით ერთ კილომეტრსაც-იმ კილომტრებსაც რომლიც გვაშორებს სოხუმამდე და საქართველო იქნება ერთიანი

მუხათგვერდში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის პატივის მიგების შემდეგ ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ერგნეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. პარტიის წარმომადგენლებტან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად პრეზიდენტობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია ოკუპაციასთან დაკავშირებით.

დავით ბაქრაძის განცხადებით – „ჩემს უკან, ერთ კილომეტრში ჩანს ქალაქი ცხინვალი და ეს არის ის ერთი კილომეტრი რომელიც მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ერთად უნდა გავიაროთ და ერთად უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობა და ერთიანობა. დღეს აქ მოსული ადამიანები ვინც გამოხატა საკუტარი პოზიცია და უარი უთხრა ოკუპაციას არის სწორედ ის ხალხი ვონც სიმბოლურად გაიარა ამ კილომეტრის ნაწილი და ვისთან ერთადაც აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს მიწას.
თუ ქართველები არ გადავიწურავთ იმედს, თუ ქართველები მშვიდობიანად და მტკიცედ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის, მე დარწმუნებული ვარ ჩვენ გავივლით ერთ კილომეტრსაც! იმ კილომტრებსაც რომლიც გვაშორებს სოხუმამდე და საქართველო იქნება ერთიანი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 7, 2018 15:10

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics