“ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას ქურდებისა და თაღლითებისგან”- მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება

ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენი ავაკოვის მიერ მათი დაპირისპირების ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნებას ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა.

„ვწუხვარ, რომ მომიწია პრემიერ-მინისტრისთვის ქურდი მეწოდებინა, მაგრამ კიდევ უფრო ვწუხვარ, რომ ეს სიმართლეა.

ეს არის ჩვენი ვერსია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომხდარის შესახებ, ჩემი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ვიდეო, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადმომცეს. აშკარად ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრი „გასტროლიორს“ მიწოდებს, მისი მინისტრი კი „მისი ქვეყნის“ დატოვებისკენ მომიწოდებს. მე გამოვიყენე სიტყვა ქურდი პრემიერ-მინისტრისა და ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ და ეს სიტყვები უკან არ მიმაქვს. მე მიყვარს უკრაინა. ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას ქურდებისა და თაღლითებისგან“ – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, პრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაციაში რეფორმების ეროვნულ საბჭოზე შეკრებილ მაღალჩინოსნებს შორის დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენუკი და შს მინისტრი არსენი ავაკოვი დაუპირისპირდნენ. უკრაინის შს მინისტრმა დაპირისპირებისას მიხეილ სააკაშვილმა ჭიქა ესროლა. ინციდენტის ამსახველი კადრები ავაკოვმა სოციალურ ქსელში დღეს გამოაქვეყნა.

https://youtu.be/XkeH6ipAkFg

banner
წინა სტატიაში“თუ ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, პრეზიდენტს ჰქონდა პირდაპირი ვალდებულება, რეაგირება მოეხდინა”
შემდეგი სტატიარეფინანსირების განაკვეთი 8.0 პროცენტამდე გაიზარდა