ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო და არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად – ვერძაძე

ჩვენ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებამდე, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც საჭირო და აუცილებელი იყო და არის პოზიტიური გადაწყვეტილების მისაღებად, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ილია ვერძაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აწარმოებენ საინფორმაციო კამპანიას, სადაც დიპლომატიური კორპუსი აქტიურად მუშაობს ევროპელ კოლეგებთან.

„როცა გინდა საკუთარი სურვილი და განაცხადი გაამყარო, მიმართავ რამდენიმე გზას: ატარებ კვლევას/სოციოლოგიურ გამოკითხვას, ან აწყობ აქციას.

ჩვენ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებამდე, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც საჭირო და აუცილებელი იყო და არის პოზიტიური გადაწყვეტილების მისაღებად.

ვაწარმოებთ საინფორმაციო კამპანიას, დიპლომატიური კორპუსი აქტიურად მუშაობს ევროპელ კოლეგებთან. ამდენად, ეს გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი.

გვაქვს „გორბის“ მიერ ახლახან ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 85,9 % სამართლიანად მიიჩნევს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ამ ფონზე აქციის გამართვა (რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ მცირე ზომის აქცია-პერფომანსებს, რომელიც პოზიციის დასაფიქსირებლად ტარდება), მით უფრო ასეთ შემჭიდროებულ დროში და მოუმზადებლად, სადაც არათუ 86%, არამედ 0,086%- იც ვერ გამოვა, ვფიქრობ, წამგებიანია და საქართველოს მტრებს, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, კვლავ მისცემს უსამართლო დემარშების საფუძველს“, – განაცხადა ილია ვერძაძემ.

წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილს საკვების მიღება უჭირს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელად მძიმეა – ალასანია
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია, რომელიც საფრანგეთთან და აშშ-სთან შვილების გამო პოლიტიკურ ვალშია – მეგრელიშვილი