“ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობას“ -კონგრესმენი ნუნესი

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 5, 2020 10:08

“ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობას“ -კონგრესმენი ნუნესი

რესპუბლიკელი კონგრესმენის დევინ ნუნესის განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და შეერთებული შტატები დაინტერესებულია განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პარალელურად. ამის შესახებ კონგრესმენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას, ტრამპის ადმინისტრაცია და რესპუბლიკელები კონგრესში ვცდილობთ და გვსურს, რომ ნატო იყოს უფრო გაძლიერებული და უზრუნველყოფილი რათა შეძლოს ისეთი ქვეყნების დახმარება, როგორიც საქართველოა. საქართელო დიდ ძალისხმევას სწევს ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში. მოხარული ვარ, რომ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, ურთიერთობის გაძლიერების და თქვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ფონზე“-განაცხადა კონგრესმენა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებები და სამომავლო გეგმები, აღინიშნა აშშ-ს მნიშვნელოვანი როლი ევრო-ატლანტიკური მიზნების რეალიზაციის გზაზე. საუბარი შეეხო ასევე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 5, 2020 10:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,540
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics