“ჩვენ გამოვრიცხავთ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობას…უდანაშაულობის დადასტურებას შევძლებთ” – ლილუაშვილის ადვოკატი

დაარღვევს, თუ, არა დუმილს განსასჯელის სკამიდან გრიგოლ ლილუაშვილი?! – ადვოკატი, რობერტ გრიგალაშვილი ამბობს, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი დღევანდელ სასამართლო პროცესზე დუმილს არ დაარღვევს.

“დღეს დუმილის უფლებას გამოიყენებს იმ მხრივ, რომ არ ილაპარაკებს ზეპირად, სანამ არ გაეცნობა საქმის მასალებს” – აცხადებს უფლებადამცველი.

რობერტ გრიგალაშვილის თქმით, ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

რა ინტერესი შეიძლება არსებობდეს ლილუაშვილის წინააღმდეგ – ამ კითხვაზე ადვოკატი ზოგადად პასუხს გვცემს:

“ეს ახლა ზოგადი ინტერესია, გამოძიების ინტერესია. მე სხვა ინტერესს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. არ ცნობს თავს დამნაშავედ. როდესაც გავეცნობით საქმის მასალებს, ამის შემდეგ ბატონი გრიგოლი დააფიქსირებს თავის პოზიციას. იქიდან გამომდინარე, რომ საქმის მასალებს არ იცნობს, მე არამგონია, რომ დღეს მისგან რაიმე მკვეთრი განცხადებები გაკეთდეს თუნდაც სასამართლო პროცესზე. არ აღიარებს ბრალს.

ჩვენ მხოლოდ ბრალდების დადგენილებას გავეცანით. საქმის მასალები ჯერ არ ჩაგვბარებია. აღნიშნულ ბრალდებაში მართალია არის ჩამონათვალი მტკიცებულებების, მაგრამ ჩვენ გამოვრიცხავთ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობას, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების დადასტურების ნაწილში. ბატონი გრიგოლის უდანაშაულობის დადასტურებას შევძლებთ.

რაც შეეხება მოწმეთა სიას, თუ ვის შეიძლება მიეცა ჩვენება სუს-ის ექს-შეფის წინააღმდეგ – ადვოკატი ამბობს, რომ მოწმეთა სიაში კორუფციის ბრალდებით დაკავებული ეკონიმიკის მინიტრის ექს მოადგილეც არის, თუმცა მისცა თუ არა მან ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება, ამ კითხვაზე ადვოკატი ამბობს, რომ “მისთვის უცნობია”.

მსიივე განცხადებით, ლილუაშვილსი მას შემდეგ რაც მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, ქვეყნის დატოვება არ უცდია და არც პასპორტი ჰქონია ჩამორთმეული.

მიქაუტაძე დასახელებულია მოწმეთა ბაზაში, მაგრამ რა სახის ჩვენება აქვს მიცემული, ამას ჩვენ არ ვიცნობთ. მოწმეთა ბაზათა წრე საკმაოდ დიდია.

ჩხრეკა იმიტომ ჩატარდა ლილუაშვილის სახლში, ეტყობა გამოძიებას სამართლებრივად აქვს ინფორმაცია… ქვეყნის დატოვება არ უცდია ამ ორი თვსი განმავლობაში, არც პასპორტი ჰქონია ჩამორთმეული”, – ამბობს ადვოკატი.

სუსის ექსშეფს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ საღამოს წარუდგინეს.

ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება.

banner
წინა სტატიაშიანდრეი ბილეცკი: “რუსეთი ომში სტრატეგიულ ჩიხს უახლოვდება”
შემდეგი სტატიატროტუარზე პროტესტის გამო აქტივისტებს სასამართლოში იბარებენ