ჩვენ გადავდივართ არაძალადობრივი პროტესტის სხვა ეტაპზე”-ნიკა მელია თსუ-ს I კორპუსის ტერიტორიიდან

“24 საათის განმავლობაში თბილისის ეს ტერიტორია გაიდაიკეტება… ჩვენ გადავდივართ არაძალადობრივი პროტესტის სხვა ეტაპზე”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საუბრობს და აქციაზე შეკრებილებს მიმართავს.

“ჩვენ ბევრს არ გვესმოდა, რა განცხადება გაკეთდა მეგობრების მხრიდან წინა კოლონაში და უნდა გავიმეორო თქვენთვის. დღეიდან ზუსტად 8 საათიდან, 24 საათის განმავლობაში, თბილისის აი ეს ტერიტორია გაიდაიკეტება. ჩვენ გადავდივართ არაძალადობრივი პროტესტის სხვა ეტაპზე. გადავდივართ იმ ეტაპზე, რასაც ჩვენი წარსული აწმყო და მომავალი გვკარნახობს. არალეგიტიმურ ხელისუფლებას არ აღიარებს ხალხი. არალეგიტიმურ ხელისუფლებას არ აღიარებს არავინ მსოფლიოში.

მაშასადამე, ჩვენ, პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც მოგვანიჭეს პოლიტიკური ნდობა, მაგრამ სისტემური გაყალბებით ხელისუფლება თვითმარქვიად გამოაცხადა საკუთარი თავი, ჩვენ ვმოქმედებთ დღეიდან და ამიერიდან მზარდად და მხოლოდ ადეკვატურად. დღეიდან 24 საათის განმავლობაში ხვალ საღამოს რვა საათამდე თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალურ ადგილას, ჩვენ ვრჩებით აქ, უნივერსიტეტის წინ. დანარჩენი განცხადებები გაკეთდება მოგვიანებით.

ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. არავის ეგონოს, რომ ბრძოლა შენელდება. ეს ბრძოლა დასრულდება ერთადერთი გამოსავალით, ახალი არჩევნებით. ახალი არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი. ქუჩა არის ყველაზე დემოკრატიული ინტრუმენტი და მექანიზმი და სხვა მექანიზმებთან ერთად ქართული საზოგადოება და ქართული ოპოზიციური პარტიები ქუჩას გამოვიყენებთ დემოკრატიისთვის. ჩვენი ხმა არ აისახა არჩევნების შედეგებში, იმიტომ რომ სისტემურად გაყალბდა და ჩვენი ხმა ქუჩებიდან აისახება იმ შედეგზე, რომელიც ახალი არჩევნებით დასრულდება,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაში24 საათი ვჩერდებით აქ და ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე” -გიორგი ვაშაძე
შემდეგი სტატია“როცა ტირანია იქცევა კანონად, წინააღმდეგობა ხდება ვალდებულება!!! გამოდით, დავიბრუნოთ სამშობლო!!!”- ნიკა გვარამია