ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი პოლიტიკა, რომ ვიცავთ ქვეყნის ინტერესს – კალაძე სანქციებზე

“არასერიოზულია ყველაფერი, რაც ხდება, ღიმილისმომგვრელია”, – ასე ეხმაურება სახდეპის სანქციებს კახა კალაძე.

თბილისის მერის თქმით, მას სანქცირებასთან დაკავშირებით არანაირი შეტყობინება არ მიუღია.

“ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. არ ცვლის ჩვენი გადაწყვეტილების შეცვლას, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. არავის ეშინია ამ სანქციების. ერთხელ ვთქვით უკვე…. არანაირი შეტყობინება, არასერიოზულია ყველაფერი, რაც ხდება, ღიმილისმომგვრელია. შესაბამისად, ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი პოლიტიკა, რომ ვიცავთ ქვეყნის ინტერესს.

ვიღაცისთვის სადღაც წასვლა ან არწასვლა პრობლემას წარმოადგენს, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს როდესაც ქვეყანაზე და სამშობლოზეა საუბარი,” – ამბობს კალაძე.

banner
წინა სტატიაში„სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ ლიდერებსა თუ წევრებზე არის უმძიმესი ვითარება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის – თეონა აქუბარდია
შემდეგი სტატიაგამჭვირვალობის ამ ადამიანებს არა მარტო საქართველოში, ამერიკაშიც ეშინიათ – ბერაია