ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს…მე მინდა ვნახო ის, რომ ხალხი ხმას არ აძლევს მწამებლებს, სადისტებს- ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის” თბილისის მერობის კანდიდატი ხელისუფლების მხიდან საარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე საუბრობს, რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ პროცესი ჯერ მიმდინარეობს:

“დღევანდელ დღეს ჯერ პროცესი მიდის. საერთოდ, არჩევნებში მანიპულაციები არ იწყება ესეთ დროს და არ იწყება უბნებზე. სულ სხვაგან ხდება ეს ყველაფერი . ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს და დღეს მე მინდა ვნახო არა ის კინო რაც ვნახე წინა არჩევნებისას, არამედ ვნახო ის , რომ ხალხი ხმას არ აძლევს მწამებლებს, არ აძლევს სადისტებს, ხმას აძლევს ამ ქვეყნის ნამდვილ პატრიოტებს, გულშემატკივრებს და საქართველოს პროგრესს და განვითარებას” განაცხადა ირმას ინაშვილმა

banner
წინა სტატიაშიამდენი დარღვევა მიუთითებს იმაზე, რომ კალაძეს გული უსკდება – ელისაშვილი
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” ცესკოს დარღვევების აღმოფხვრისკენ მოუწოდებს