„ჩვენ ერთნი ვართ მთავარ მიზანში, შევთანხმდით, არ შევდივართ პარლამენტში, რადგან მოპარულია არჩევნები და ამას იზიარებს ყველა პოლიტიკური პარტია

„ჩვენ ერთნი ვართ მთავარ მიზანში, შევთანხმდით, არ შევდივართ პარლამენტში, რადგან მოპარულია არჩევნები და ამას იზიარებს ყველა პოლიტიკური პარტია, მიუხედავად იმისა, რომელი უფრო ახლოს არის ან დაშორებულია ერთმანეთთან. ყველა ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ბუნებრივია, ეს ყოველთვის ასე იქნება, გარკვეული პარტიები ახლოს იქნებიან ერთმანეთთან, გარკვეული პარტიები მოშორებული, მაგრამ მთავარია, ჩვენ ვიბრძვით საერთო მიზნისთვის და ამ მიზნისთვის ბრძოლაში ყველა ერთიანი ვართ. როგორ უნდა დარჩეს „ნაციონალური მოძრაობა“ პროცესებს მიღმა, როდესაც ყველაზე მეტი მანდატი აქვს აღებული. ჩვენი თანამოაზრე პარტიები გაერთიანებული არიან ჩვენთან ბლოკში. ბლოკი გვაქვს შექმნილი, რომელსაც ჰქვია გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითიბისი აკადემია რისკების მართვის მიმართულებით სტუდენტების მიღებას იწყებს
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე: ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ვადამდელ არჩევნებზე