ჩვენ ძალიან აქტიურები ვართ ბოლო ხანს და არ ვდუმვართ-გვენეტაძე პრეზიდენტს პასუხობს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, საქართველოს პრეზიდენტის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც გიორგი მარგველაშვილი სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისზე საუბრობს. გვენეტაძე პრეზიდენტის შეფასებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ სასამართლო ძალიან აქტიურია, არ დუმს და მის წინაშე არსებული პრობლემები გადაჭრას აქტიურად ცდილობს. გვენეტაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის განცხადებას ის დეტალურად პასუხს იმ მოხსენებით გასცემს, რომელსაც მოსამართლეთა რიგგარეშე მე-20 კონფერენციაზე წარადგენს.

”ჩვენ ძალიან აქტიურები ვართ ბოლო ხანს, არ ვდუმვართ, ჩვენ ვაქტიურობთ, ვცდილობთ, რომ მართლმსაჯულების დონე სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სახით იყოს ასოცირების ხელშეკრულებასთან შესაბამისი და ამ გზით გადავჭრათ ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს წინაშეა”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში კრიზისია.

banner
წინა სტატიაშიწყალტუბოს რაიონში საცხოვრებელი სახლი იწვის
შემდეგი სტატია„დარიალჰესი“ უდიდეს წვლილს შეიტანს ენერგოუსაფრთხოების საქმეში-პრემიერ-მინისტრი