ჩვენ დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს საქართველოში, – ამის შესახებ ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გორდან გრლიჩ-რადმანმა განაცხადა.
„გადამწყვეტია, რომ მოხდეს დაძაბულობის განმუხტვა, რომ დიალოგი განახლდეს და გასამართლდეს ძალადობაზე პასუხისმგებელი ყველა პირი“, – აღნიშნა გორდან გრლიჩ-რადმანმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებმადე.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.