ჩვენ დიდი პროცენტული მაჩვენებლით გავიმარჯვებთ

ძალიან მიხარია, რომ ასე ჩაიარა დღევანდელმა დღემ, ვნანობ, რომ უფრო დიდ მოცულობაში არ გავაკეთეთ, ძალიან ბევრი ადამიანი დაგვრჩა გარეთ, მაგრამ გამოვასწორებთ უახლოეს მომავალში, ჩვენ ბევრი შეხვედრა გვექნება ჩვენს ამომრჩევლებთან,- განაცხადა პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარემ პაატა ბურჭულაძემ.

ახალ სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მთელი საქართველო მის გვერდითაადა ქვეყანას წინსვლა უნდა.

“ვისაც უნდა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, შემოგვიერთდნენ და ნუ აყვებიან სხვების ლაპარაკს. მე შანსებზე არ ვილაპარაკებ, აქ მგონი ყველაფერი გადაწყვეტილია. ჩვენ დიდი პროცენტული მაჩვენებლით გავიმარჯვებთ. ვინც დარჩება ოპოზიციაში, იმათ მოვუწოდებ, მოდით, გავერთიანდეთ და ჩამოვაყალიბოთ საერთო აზრი და არ დავაპირისპიროთ ხალხი, პირიქით, შევიკრათ და სიკეთე გავაკეთოთ”,- განცხადა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიკურტულმუში კემერონს პასუხობს – შევა თუ არა თურქეთი ევროკავშირში 3000წელზე ადრე
შემდეგი სტატია“პაატა ბურჭულაძეს, ნაცების არცერთ სისაძაგლეზე ხმა არ ამოუღია! არასდროს!”