ჩვენ დიდ თანხებს ვაწვდით საქართველოს და გვინდა, რომ ეს ფული სწორი მიმართულებით დაიხარჯოს

ჩვენ დიდ თანხებს ვაწვდით საქართველოს და გვინდა, რომ ეს ფული სწორი მიმართულებით დაიხარჯოს, სწორ პროგრამებსა და პროექტებში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების სურვილია, საქართველო რაც შეიძლება ახლოს და რაც შეიძლება მალე იყოს ევროკავშირთან.

„19 აპრილის შეთანხმებამდე, მარტში მე საქართველოში ვიყავი და მერე განხილვა გვქონდა სიტუაციისა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვსაუბრობდით იმ დროს შესაძლებლობაზე, შეგვეჩერებინა ფინანსური დახმარება, რა თქმა უნდა ასეთი საუბარიც შედგა, მაგრამ შემდეგ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას და ჩვენ ძალიან მოხარული ვიყავით, რომ ეს იქნებოდა ათვლის წერტილი ყველა სხვა საჭირო რეფორმის განსახორციელებლად. ამიტომ, არ იყო ამ საკითხის უფრო სიღრმისეულად განხილვის საჭიროება, მაგრამ ახლა დავუბრუნდით ძველ მდგომარეობას და უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორ გადავწყვიტოთ შექმნილი მდგომარეობა. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო რაც შეიძლება ახლოს იყოს ევროკავშირთან, რაც შეიძლება მალე. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველო ბრწყინვალე ქვეყანაა და ჩვენ გვჭირდება საქართველო. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ დიდ თანხებს ვაწვდით საქართველოს, ჩვენ გვინდა რომ ეს ფული სწორი მიმართულებით დაიხარჯოს, სწორ პროგრამებში, სწორ პროექტებში. ეს არის გადასახადის გადამხდელთა თანხები და ეს თანხები არ უნდა აღმოჩნდეს რამდენიმე ადამიანის ჯიბეში. ამ საკითხებზე იქნება დისკუსია, თუ „ქართული ოცნება“ არ გადახედავს თავის პოზიციას, მაგრამ მოდით, დაველოდოთ. იქნებ, იქ უფრო პოზიტიური განწყობა სუფევს“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

banner
წინა სტატიაშივიოლა ფონ კრამონი: ეტაპობრივად არის რუსეთთან შეიძლება ითქვას დაახლოება
შემდეგი სტატია“მინისტრის საქციელმა ყველა დაგვამუნჯა” – ვიოლა ფონ კრამონი წულუკიანის მიერ “მთავარი არხის” მიკროფონის წართმევაზე