ჩვენ დღესაც ველოდებით „ფაიზერისგან“ და „კოვაქსისგან“ სატელფონო ზარის ზუსტ თარიღს

შუალედური კომუნიკაციების შემდეგ, „კოვაქსმა“ გვაცნობა, რომ არის გარკვეული დამატებითი მოთხოვნები „ფაიზერის“ მიერ, რომელიც არანაირად არ უკავშირდება ვაქცინის მიღებისთვის ქვეყნის ტექნიკურ მზაობას და დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას თქმთ, 23 თებერვლის წერილში „კოვაქსი“ დეტალებს არ აკონკრეტებს. თამარ გაბუნიას განმარტებით, წერილში აღნიშნულია, რომ ჩაინიშნება სატელეფონო კონსულტაცია, სადაც პირობები დაზუსტდება.

„28 იანვარს მზაობის შეფასების საფუძველზე საქართველომ მიიღო დამადასტურებელი წერილი, რომ მას გადაეცემა „ფაიზერის“ 29 000 დოზა, ასევე გადაეცემა „ასტრაზენეკას“ დოზები 180 000-დან 300 000-მდე ეტაპობრივად, პირველი და მეორე კვარტლის განმავლობაში. 28 იანვრის შემდეგ ქვეყანამ უკვე დაიწყო აქტიურად მუშაობა შესყიდვის პროცედურებზე „კოვაქსის“ საშუალებით, როგორც მიმწოდებელთან, ასევე „კოვაქსის“ გუნდთან.

შესყიდვის პროცედურა არის სტანდარტული როგორც „ფაიზერისთვის“, ასევე „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, რადგან ვმუშაობთ „კოვაქსის“ პლატფორმის გზით. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში ქვეყანამ გაიარა პასუხისმგებლობების დაზღვევის ხელშეკრულების ეტაპი, რომელზეც ხელი მოეწერა და ამით შეთანხმების ერთი ეტაპი დასრულდა, ასევე გამოიხატა მარეგულირებლის მიერ მზაობა, რომ ქვეყანაში შემოსული „ასტრაზენეკა“ იქნება რეგისტრირებული. ზუსტად იგივე ეტაპებია გასავლელი „ფაიზერთან“ მიმართებაში. როდესაც ჩვენ ველოდით „ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლას ქვეყანაში თებერვლის შუა რიცხვებიდან, შუალედური კომუნიკაციების შემდეგ, „კოვაქსმა“ გვაცნობა, რომ არის გარკვეული დამატებითი მოთხოვნები „ფაიზერის“ მიერ, რომელიც არანაირად არ უკავშირდება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას ვაქცინის მისაღებად და დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან, რომელის დეტალებს 23 თებერვლის წერილში ჩვენ „კოვაქსი“ ვერ გვატყობინებს, თუმცა გვპირდება, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში, ჩაინიშნება სატელეფონო კონსულტაცია, სადაც დაზუსტდება ეს პირობები. ჩვენ დღესაც ველოდებით „ფაიზერისგან“ და „კოვაქსისგან“ სატელფონო ზარის ზუსტ თარიღს, სადაც უკვე საბოლოოდ შევთანხმდებით იმაზე, რომ პირობები, რომელიც მათ ჩამოაყალიბეს და საქართველომ უკვე დაადასტურა იუსტიციის სამინისტროს საშუალებით, ასევე ჯანდაცვის სამანისტროს საშუალებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანხმობის საფუძველზე, რომ ყველა ამ პირობის მისაღებად ქვეყანაში ტექნიკური, იურიდიული მზაობა არსებობს.

ამდენად, ქართული მხარის მხრიდან „ფაიზერთან“ მიმართებაში შეფერხება არ ყოფილა არც ერთი წუთი. როგორც კი გვექნება „ფაიზერის“ საბოლოო დასტური, ქართული მხარე ამ ნაწილს დახურავს და გადავალთ უკვე მოლაპარაკების ფინანსურ ნაწილზე, სადაც დადგება თახის გადახდის ეტაპი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშითბილისში კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
შემდეგი სტატიასამადაშვილი: მოლაპარაკების პროცესში ოპოზიციამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები კომპრომისისკენ ასეთი კომპრომისი იყო პლებისციტი