ჩვენ დავუჭირეთ ქალ კანდიდატს მხარი- ბესელია თავის მოადგილეზე

“ჩვენ უმრავლესობით დავუჭირეთ ქალ კანდიდატს მხარი” – ასე განმარტა ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯოდმარის მოადგილის პოსტზე “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლის ნატო ჩხეიძის მხარდაჭერა. ბესელიას განცხადებით, კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების ყველა კვოტას ოპოზიციიდან “ენმ” ვერ აითვისებს:

“ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სხვა ოპოზიციური პარტია დავჩაგროთ. ამიტომ, გარკვეული სამართლიანი მიდგომა უნდა არსებობდეს. მათ 15-დან 12 კომიტეტში ისედაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ მოადგილის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატები წარმოადგინონ. რაც შეეხება ჩვენს არჩევანს, მე შემიძლია, პირადად ჩემზე გითხრათ და ალბათ ეს განწყობა ჰქონდა კომიტეტის რამდენიმე წევრს მაინც, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უმრავლესობით დავუჭირეთ ქალ კანდიდატს მხარი” – განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიიურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ბესელიას მოადგილედ ნატო ჩხეიძე აირჩია
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმცირესობა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს