“ჩვენ დავუჭერთ ყველა ინიციატივას ხელს, რომ გაირკვეს რა მოხდა იმ უბედურ ღამეს” – ხოშტარია

ჩვენ დავუჭერთ ყველა ინიციატივას ხელს, რომ გაირკვეს რა მოხდა იმ უბედურ ღამეს – განაცხადა, პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ. მისი თქმით საქართველოს მთავრობა პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს და ამ მიზნით, არც ტყუილის თქმას ერიდება. ამის მაგალითად კი, ელენე ხოშტარიას შს მინისტრის, გიორგი გახარიას სატელევიზიო ინტერვიუ მოჰყავს.

„რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ არანაირი მზაობა საგამოძიებო კომისიის შექმნის “ქართული ოცნებისგან” არ იქნება, იმიტომ რომ მათ უბრალოდ არც ერთ კითხვაზე პასუხის გაცემა არ უნდათ. როგორც გახარია, რომელიც ვითომ კითხვებზე პასუხის გასაცემად გამოვიდა, უბრალოდ ტყუილები მოყვა. შესაბამისად, ჩვენ ილუზია არ გვაქვს, რომ ეს კომისია შეიქმნება და რამე გაირკვევა, მაგრამ წნეხის თვალსაზრისით „ქართულ ოცნებაზე“, რომ იმ დეპუტატებმა, რომლებიც ყველაფერს ხელს აწერენ, კიდევ ერთხელ იგრძნონ დისკომფორტი კიდევ ერთხელ გასცენ პასუხი, რატომ მოხდა ასეთი სისასტიკე, რა თქმა უნდა, ჩვენ დავუჭერთ ყველა ინიციატივას ხელს, რომელიც იქნება ამ ხელისუფლებისთვის, ერთ მხრივ, დისკომფორტის შემქმნელი და მეორე მხრივ ლეგიტიმური მცდელობა, რომ გაირკვეს რა მოხდა იმ უბედურ ღამეს. 26-ე დღეა და ელემენტარული პასუხები კითხვებზე, მიუხედავად იმისა, რომ ეთერში იყო გახარია ჩვენ არათუ პასუხები არ მივიღეთ, ტყუილები მივიღეთ. ანუ ეს არის მათი დამოკიდებულება, გამოძვრნენ, მოიტყუონ, აირიდონ პასუხისმგებლობა,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიგეტირება ადამიანს ისეთ დღეში არის დღეს სასამართლო სისტემა – ლევან გოგიჩაიშვილი
შემდეგი სტატიააკაკი ზოიძე : პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებს მიკროსკოპის ქვეშ გავატარებთ