ჩვენ დავიცავდით თითოეულ ხმას, რომლის გაყალბებასაც ხელისუფლების შესანარჩუნებლად ეცდება ოლიგარქი ივანიშვილი

ჩვენ დავიცავდით თითოეულ ხმას, რომლის გაყალბებასაც ხელისუფლების შესანარჩუნებლად ეცდება ოლიგარქი ივანიშვილი – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ – ერთი ლოდერი ხატია დეკანოიძე საუბრობს.

დეკანოიძე ასევე საუბრობს, თანამშრომლობაზე, რომელიც იკვეთება საარჩევნო კომისიებსა და „ქართული ოცნების“ შტაბს შორის.
„ჩვენ ჩვენს ამომრჩეველს და მოსახლეობას დავპირდით, რომ დავიცავდით თითოეულ ხმას, რომლის გაყალბებასაც ხელისუფლების შესანარჩუნებლად ეცდება ოლიგარქი ივანიშვილი. ამ ხმების დაცვა არ ხდება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო დღეს, ამ ხმების დაცვა მიმდინარეობს ჩვენი შტაბის მიერ არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. წინასაარჩევნო პერიოდში და ჩვენ ვამოწმებთ პრაქტიკულად ყველა უბანს, სადაც აღმოვაჩინეთ სერიოზული დარღვევები. კერძოდ, დღეს მე მინდა ვისაუბრო იმ თანამშრომლობაზე, რომელიც იკვეთება საარჩევნო კომისიებსა და „ქართული ოცნების“ შტაბს შორის. მაგალითად ისანში ჩვენ გადავამოწმეთ რამდენიმე საარჩევნო უბანი, ეს საარჩევნო უბნებია ორმოცდამეექვსე, მეორე, ორმოცდამეერთე და მეორმოცე, ამას იმიტომ ვამბობ, რომ საარჩევნო ცენტრალურმა კომისიამ დაუყონებლივ მოახდინოს რეაგირება. ამის მიხედვით იკვეთება შემდეგი სურათი – ეს არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მიმართულება ხმების მობილიზების მიზნით“. – ამბობს დეკნოიძე
ის ასევე აღნიშნავს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები არ არის დაკონფლექტებული გამჭვირვალედ და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად.
„ქართუკი ოცნების“ და საუბნო საარჩევნო კომისიის თანამშრომლობით იკვეთება შემდეგი სურათი, რომ გადასატანი ყუთი არის მიზანში ამოღებული ქართული ოცნების შტაბის მიერ. როდესაც მაგალითად გადასატან ყუთის სიაში უნდა არსებობდნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან და ვერ მიდიან ხმის მისაცემად. ამის საპირისპიროდ ვხედავთ, რომ ისანში, „ქართული ოცნების“ შტაბის მიერ დავალებული აქრვთ „ქართული ოცნების“ (ე.წ უბნის უფროსებს) კორდინატორებს, რომ გადასატანი ყუთის სიაში იყვნენ არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა რომ მივიდნენ საარჩევნო უბანზე, არამედ ოჯახებით არიან ამ სიაში. ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნებს აგებენ და ყველაფერს აკეთებენ, მათ შორის ადამიანი დააშინება, თუნდაც პანდემიის გამო. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა უბნის შემოწმებას, მათ შორის გადასატანი ყუთებს, რომელშიც, როგორც აღმოვჩინეთ არიან ადამიანები, ვისაც რეალურად არ ეკუთვნის ამ სიაში ყოფნა“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია – მერაბ კოსტავას შემოქმედება და ღვაწლი განუსაზღვრელია ქართველი ერის წინაშე
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ყველას მივმართავ, მათ შორის პატიმრობაში მყოფ ადამიანებს, მათ ახლობლებს და საქართველოს მოსახლეობას, იქნებ როგორმე ხელისუფლების ანკესზე არ წამოვეგოთ