17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

“ჩვენ დაგვეკისრება პასუხისმგებლობა, ვიმუშაოთ პარტიის რეფორმებსა და გაძლიერებაზე” -ანა წითლიძე

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის განცხადებით, პარტიის მმართველობით საბჭოს შემადგენლობაში შემავალ 9 წევრს ეკისრება პასუხისმგებლობა, გარდამავალ პერიოდში განახორციელოს პარტიაში რეფორმები და პარტია გააძლიეროს.

„დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მე-13 ყრილობა ჩატარდა. ამ ყრილობაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე საკითხი – ეს იყო დროებითი მმართველობის საბჭოს არჩევა. ეს არის მთავარი მმართველი ორგანო, რომელმაც უნდა მართოს პარტია ამ გარდამავალ პერიოდში. წარმოდგენილი იყო 9 კანდიდატი, ეს კანდიდატები აირჩია ყრილობამ, შესაბამისად, ამ ადამიანებს დაგვეკისრება პასუხისმგებლობა, რომ იმ რეფორმების საბჭოსთან, რომელსაც ნანუკა ჟორჟოლიანი წარმოადგენს, უახლოეს 6 თვეში, ყველამ ერთად ვიმუშაოთ იმაზე, რომ პარტიაში განხორციელდეს რეფორმები და პარტია გაძლიერდეს.

თინა [ბოკუჩავა] წარმოდგენილი იყო მმართველობის საბჭოში, მას ჰქონდა 17-ი პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაცია. ჩვენი წესდების შესაბამისად და საბჭოს დადგენილების შესაბამისად პოლიტსაბჭოს 15 წევრს ჰქონდა უფლებამოსილება, რომ 3 კანდიდატი დაეყენებინა მათ შორის თინა იყო დასახელებული – წარდგენილი იყო ყრილობაზე, თუმცა ქალბატონმა თინამ თქვა, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკურ საბჭოში დარჩეს, როგორც პოლიტიკური საბჭოს წევრი და არა პარტიის მმართველობის საბჭოში“,- განაცხადა წითლიძემ.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელი, ირაკლი ფავლენიშვილი გახდა. ასევე, მმართველობითი საბჭოს შემადგენლობაში შედიან – პეტრე ცისკარიშვილი, ანი წითლიძე, გიორგი ჩალაძე, ლაშა ფარულავა, გიორგი ბოტკოველი, ლევან ბეჟაშვილი და პატიმრობაში მყოფი ირაკლი ნადირაძე.

banner
წინა სტატიაში“ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი უნდა გვახსოვდეს — ჩვენ ვართ გამარჯვებისთვის დაბადებული”- მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – ბრწყინვალედ ჩატარდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა