27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

“ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს”- კობახიძე ვიზალიბერალიზაციის თემით შანტაჟზე საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ევროპული ბიუროკრატიის მიმართ მკაცრი კრიტიკა გამოთქვა. პრემიერის შეფასებით, ქართველი ხალხის მიმართ ორმაგი სტანდარტები და უსამართლო დამოკიდებულება ვლინდება, რაც ვიზალიბერალიზაციის თემით შანტაჟშიც გამოიხატება.

კობახიძემ გაიხსენა 2022 წლის ივნისი, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს, და აღნიშნა, რომ ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება, რაც მოგვიანებით თავად ევროპულმა სტრუქტურებმაც აღიარეს.

პრემიერის თქმით, ევროპული დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში „რევოლუციის მოწყობას“ ცდილობდნენ, რის საპასუხოდაც ხელისუფლებამ „გამჭვირვალობის კანონი“ მიიღო.

მიუხედავად „უსამართლო დამოკიდებულებისა“, კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო თანმიმდევრულად ასრულებს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს (შესრულებულია 80%-ზე მეტი) და არჩეულ გზას არ გადაუხვევს.

პრემიერმა ასევე გააკრიტიკა დასავლელი პარტნიორების ყოფილი წარმომადგენლების რეაქცია საქართველოს კანონმდებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ხელისუფლება პროცესებს „მოთმინებით“ აკვირდება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
შემდეგი სტატია“არცერთ ვითარებაში ჩემგან თხოვნას არ მიიღებთ”- ელენე ხოშტარია