ჩვენ ბუნებრივი აირის სახით გატარებული გაზის 10%-ს მივიღებთ”

საქართველო რუსეთისგან სომხეთისთვის მიწოდებული გაზის ტრანზიტის საფასურად, კვლავ გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს მიიღებს. როგორც ვიცე- პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, ამ შინაარსის შეთანხმებაზე ,,გაზპრომთან” მხოლოდ ხელმოწერა აკლია და კონტრაქტი წლის ბოლომდე იმოქმედებს.
,,შეთანხმების შინაარსი არის ის, რომ ჩვენ ვრჩებით ისევ ძველი კონტრაქტის პირობებში, რაც იყო წლების წინ და ითვალისწინებდა იმას, რომ ჩვენ ბუნებრივი აირის სახით გატარებული გაზის 10%-ს მივიღებთ”, – განაცხადა კალაძემ.
მინისტრის თქმით, ,,გაზპრომის” მხირდან იყო მოთხოვნა, რომ მომხდარიყო ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლა.
,,თუ მომავალ წელს ამაზე იქნება საუბარი, ჩვენ უფრო მყარი პოზიციებით ვიქნებით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

https://youtu.be/G8g4rcEJKDw

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ სხვადასხვა მსოფლმხედველობის პარტიები შედიან.როგორც მან განმარტა, კარგი იქნება, თუ არჩევნებზე პარტიები კვლავ კოალიციურ რეჟიმში მიიღებენ მონაწილეობას.

“ძალიან კარგი იქნება, თუ არჩევნებზე ისევ იმ შემადგენლობით, კოალიციურ რეჟიმში წარვსდგებით, თუმცა ამასთან დაკავშირებით პრემიერმაც ძალიან ვრცლად ისაუბრა. საჭირო იქნება საუბარი, მოლაპარაკებები, თქვენ იცით, რომ კოალიციაში სხვადასხვა მსოფლმხედველობის პარტიები შედიან. როდესაც კოალიცია შეიქმნა – ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები, გაერთიანებული პარტიები. მთავარი მიზანი და ამოცანა იყო რეჟიმის ჩანაცვლება არჩევნების გზით, მშვიდობიანი გზით, რაც შევძელით და მოვახერხეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დღეს უკვე სულ სხვა რეალობა არსებობს.

„ვფიქრობ, ყველა პარტიას ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვა აქვს, „ქართულ ოცნებას“ აქვს თავისი ხედვა. შესაბამისად, აუცილებლობა იქნება იმისა, რომ დავჯდეთ, მოვიწვიოთ პოლიტსაბჭო, გავიაროთ ყველა კითხვა”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კაკაბაძე: “გოგა ხაინდრავა არის ის, ვინც ზვიად გამსახურდია ერთ წუთში გაყიდა 1991 წელს ზუსტად იმ რუსეთზე”
შემდეგი სტატიაპარლამენტის თავმჯდომარე ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს ძალიან დაემსგავსა