“ჩვენ ამ ბრალდებას უბრალოდ უაზრობად მივიჩნევთ” – “აუდიტორა 115” თვითმმართველობას პასუხობს

news
ავტ.: news მაისი 18, 2016 18:47

“ჩვენ ამ ბრალდებას უბრალოდ უაზრობად მივიჩნევთ” – “აუდიტორა 115” თვითმმართველობას პასუხობს

აუდიტორია 115-ის წარმომადგენელი, ანი ვაწაძე თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის გადადგომას და მათ ბრალდებებს ეხმაურება. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იყო პოპულისტური და მათი და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრები ფარული არ ყოფილა.

“ეს იყო უფრო პოპულისტური გადაწყვეტილება, რომ თითქოსდა რაღაცეები გადაეფარათ. აუდიტორია 155-ის და განათლების სამინისტროს შეხვედრებს რაც შეეხება, ეს ფარული არასოდეს ყოფილა. ყველამ კარგად იცოდა, რომ აუდიტორია 115 მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც თვითმმართველობის რეორგანიზებას ეხება პირველ რიგში და ასევე სხვა მრავალ საკითხებს. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ ბრალდებას უბრალოდ უაზრობად მივიჩნევთ,“ – განაცხადა ანი ვაწაძემ.

news
ავტ.: news მაისი 18, 2016 18:47