ნიკა გვარამია: ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთადერთი მიზეზის გამო – ჩვენ მართლები ვართ

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მოუწოდებს, არ შეასრულონ დაკვეთა და საქმის განხილვა დაიწყონ და მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილება.

ამის შესახებ განცხადება ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც უზენაეს სასამართლოში სამაუწყებლო კომპანიის სარჩელის შეტანის და ამ სარჩელის დასაშვებობის საკითხზე ისაუბრა.

“სამოქალაქო კოლეგიის პალატის შემადგენლობას მივმართავ, ნუ გახდებით დაკვეთის შემსრულებლები. არაფერი თქვენს ზემოთ არ არის და არავის აქვს ბერკეტები თქვენზე. თქვენ წერთ დღეს საქართველოს ისტორიას. თქვენი განჩინების ფურცლებით ისტორია დაიწერება. ქალბტონ მზია თოდუას მივმართავ, რომელიც პალატის თავმჯდომარეა, რომ მიუხედავათ თქვენი კომპეტენციისა, ჩვენ თქვენ არ გენდობით. აიცილეთ ეს საქმე, თუ თქვენ დაგეწერებათ,”- განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მზია თოდუა ქართუ ჯგუფში მუშაობდა და მან პარტია ქართულ ოცნებას რამდენჯერმე თანხაც შესწირა, ჯამში 60 000 ლარის ოდენობით.

“პატივისცემას გიდასტურებთ თქვენ, მაგრამ არ გენდობით,” – განაცხადა გვარამიამ.

ამასთან გვარამია ამბობს, რომ უზენაეს სასაამართლოში რამდენიმე მოსამართლე მოქმედი ხელისუფლების პერიოდში დაინიშნა, კანდიდატები კი პრეზიდენტის მიერ არის წარდგენილი.

“იმ შემთხვევაში, თუ ეს მოსამართლეები იქნებიან შემსრულებლები, მაშინ პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს განმარტება, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩია მან ისინი და წარადგინა პარლამენტში,” – განაცხადა გვარამიამ.

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართავს.

“მინდა, მოვუწოდო საკონსტიტუციო სასამართლოს. მე მესმის, რომ რთულია იმ ვითარებაში, როდესაც ორ-ორჯერ გიწევთ საქმეების განხილვა, იმ ვითარებაში, როცა ყოველი თქვენგანი არის ზეგავლენის ქვეშ, უმძიმესი ზეგავლენის ქვეშ და ჩვენ ამ ინფორმაციებსაც ვფლობთ, გადაწყვეტილების მიღება, განსაკუთრებით კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. მიუხედავად ამისა, გთხოვთ მთელი კოლექტივის სახელით, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება კანონს და კონსტიტუციას და მიიღეთ ეს გადაწყვეტილება რელევანტურ ვადებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, საერთოდ დაკარგოს აზრი. თქვენც დღეს ხართ სიმართლის უკანასკნელი ინსტანცია. და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

https://www.youtube.com/watch?v=L07AHKQCDgc&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(video) მოსკოვში ქართველი “კანონიერი ქურდი” ლევან ფერაძე დააკავეს
შემდეგი სტატია„რუსთავი 2“ – ის საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ