,, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ხელისუფლებაში”

ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ხელისუფლებაში, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომელიც პარტიის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის კონფერენციაზე თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად აირჩიეს.

ზურაბ აბაშიძემ ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და აღნიშნა, რომ “თავისუფალი დემოკრატები” მის გადაჭრას შეძლებს.
“ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა არის ხელისუფლებაში ყოფნა. ჩვენ ეს გამოცდილი გვაქვს. ამავდროულად ვიცით, რა არის ოპოზიციაში ყოფნა. ოპოზიციაში ყოფნა კომფორტი არ არის. ეს არის პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ხელისუფლებაში. პირველ რიგში, უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ნდობა დავუბრუნოთ. დღეს ნიჰილიზმი არ უნდა იყოს ქვეყანაში”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება არა ბრძოლა ერთის წინააღმდეგ, არამედ ბრძოლა დაპირებების შესრულებისთვის. “2016 წლის არჩევნები პროგრამული არჩევნები იქნება. ეს კონკრეტულ გათვლებზე ორიენტირებული არჩევნები იქნება, სადაც თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაინახოს, რომ “თავისუფალ დემოკრატებს” ქვეყნის მართვა შეუძლია”, – მიმართა თბილისის საქალაქო ორგანიზაციის წევრებს ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატიასაპარლამენტო არჩევნებში “თავისუფალ დემოკრატების” გამარჯვება გარდაუვალია