“ჩვენ ასეთი ტიპის პროტესტი არც გვინახავს, ეს მშვენიერია, ძალიან მიხარია” – ლანა ღოღობერიძე

“ჩვენ ასეთი ტიპის პროტესტი არც გვინახავს, ეს მშვენიერია, ძალიან მიხარია – ეს განცხადება რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ ტელეკომპანია “პირველთან”გააკეთა.

“ჩვენ ასეთი ტიპის პროტესტი არც გვინახავს, სადაც მართლა ნათლად ჩანს, რომ არ არის გავლენის სფეროში, არიან დამოუკიდებლები. დამოუკიდებლად მივიდნენ ამ აზრებამდე, სამშობლოს სამსახურში, ყოველგვარი მაღალი სიტყვების გარეშე. მართლა მივესალმები სულით და გულით. მინდა მივმართო პირდაპირ, რაღაცა იმედი გაჩნდა ჩემთვის, ჩემი ბევრი ნაცნობისა და ახლობლისთვის. ჩემი შვილიშვილების, შეიძლება შვილთაშვილების თაობაა. ეს მშვენიერია, ძალიან მიხარია”, – ამბობს ღოღობერიძე.

banner
წინა სტატიაშინიკა გარეთ – ოჯახში, პარლამენტში და პარლამენტთან! უმრავლესობას ამისთვის მოჭრა თავი ბიძინამ?
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალმა საქართველოს საფონდო ბირჟაზე ყველაზე დიდი ზომის ევროობლიგაცია განათავსა