ჩვენ არც გვჭირდება და არც გვეშინია “რუსთავი 2”-ის

ჩვენ არც გვჭირდება და არც გვეშინია

zaqariaპარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი ზაქარია ქუცნაშვილი “რუსთავი 2”-ის შესახებ საუბრობს და ღიად აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” “რუსთავი 2”-ის არ უნდა.

“საპროცესო ვადები დარღვეული არ არის. 2 დღეში დაწერენ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, 4 დღეში თუ 2 კვირაში ეს მოსამართლეების გადასაწყვეტია. ჩვენ არ გვეშინია “რუსთავი 2”-ის, არც გვსურს “რუსთავი 2” პოლიტიკურ ორგანიზაცია “ქართულ ოცნებას”. 2012 წელს “რუსთავი 2”-ის მსგავსი ბევრი ტელევიზია იყო და დავამარცხეთ მაშინ “ნაციონალური მოძრაობა” მაინც. ასე რომ, ჩვენ არც გვჭირდება და არც გვეშინია “რუსთავი 2”-ის. ამიტომაც მე მესმის, რომ ეს არის ხერხი თავისთავის აქტუალიზაციის, ილაპარაკო საკუთარ თავზე როგორც ჩაგრულზე, მაგრამ რა სჭირს “რუსთავი 2”-ს დაჩაგრულის. მე როგორც ვიცი საკმაოდ მაღალი ანაზღაურებები აქვს იმ ხალხს, ვინც დღეს თავის თავს ასაღებს ტელევიზიის დირექტორებად“, – განაცხადა ქუცნაშვილმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშისსფ: აშშ-ში ყოველი მეშვიდე სიღარიბის ზღვარზეა
შემდეგი სტატიასპორტსმენი, რომელის სკოლაში სპორტის გამოცდის გამო გერმანიაში შეჯიბრებაზე ვერ მიდის