“ჩვენ არათუ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებთ , ვაგრძელებთ ბრძოლას”

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივნის გოგა ბოკერიას განცხადებით, ენმ არ აპირებს პოლიტიკური ბრძოლის ველიდან გასვლას, არამედ აგრძელებს ბრძოლას, რათა რაც შეიძლება მეტი გახდეს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკას არ შეეგუებიან:

„იმ უმძიმეს ვითარებაში, რომელიც საქართველოშია შექმნილი და სადაც ქვეყანა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკამ და ამ არასამართლიანმა და არათავისუფალმა არჩევნებმა მიიყვანა, ჩვენ არათუ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებთ , ვაგრძელებთ ბრძოლას და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ჩაერთოს პოლიტიკაში, რათა გაიზარდოს იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ამ პოლიტიკას არ შეეგუება. ამისთვის ჩვენ ყველა კონსტრუქციულ მეთოდს გამოვიყენებთ.“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში“არ ვაპირებთ იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ხელისუფლებას გააძლიერებს, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას”
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძე- “თვითიზოლაციის ორგანიზება თვითლიკვიდაციის ტოლფასია”