ჩვენ არასდროს გვიარყვია, რომ ზურაც და უსუპოვიც მოწამლულები არიან CO-თი – გოგლა ჟვანია

ვთვლი, რომ ჩემი ძმა მოკლულია და ამაზე არაერთხელ მისაუბრია“, – ამის შესახებ გარდაცვლილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას, ძმამ გოგლა ჟვანიამ გადაცემა არჩევანში განაცხადა და საკუთარ ვერსიაზე ისაუბრა.

„რაც შეეხება CO-თი მოწამვლის ფაქტს, ჩვენ არასდროს გვიარყვია, რომ ზურაც და უსუპოვიც მოწამლულები არიან CO-თი. მთავარია, ეს CO როგორ მოხვდა მათ ორგანიზმში. არის ბევრი საშუალება, გარდა გამათბობლისა, CO მოხვდეს ადამიანის ორგანოში. არსებული დოზები დიდ ეჭვებს აღძრავს, რომ მათ ეს დოზა მიღებული აქვთ რაღაცა გარეშე ჩარევით, არა ჩასუნთქვით,“ – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

ჟვანია განმარტავს, რომ მისი ძმის საქმის გამოძიების გაჭიანურება ტექნიკურ საკითხებს უკავშირდება და მიმდინარეობს სერიოზული კვლევები, რომლებშიც საერთაშორისო საექსპერტო ბიუროები მონაწილეობენ.

“მაღალი პოლიტიკური ინტერესის საქმეა, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ამ საქმეში ავტორიტეტული საერთაშორისო საექსპორტო ბიუროები იყოს ჩართულები. სხვადასხვა კვლევებში ამ სტრუქტურების ჩართვა მოხდა. თითოეული ეს პროცესი დიდ დროს ითხოვს, მაგალითად, ერთ-ერთ ანალიზსს ერთი წელი დასჭირდა.

“ერთ დეტალზე მხოლოდ პროცესი ერთი წელი გაგრძელდა. ყოფილა შემთხვევა, რომ საექსპერტო ბიუროების ნაწილი არ ჩართულა ამ პროცესში. ეგზგუმაციაც აუცილებლად ჩატარდება სერიოზული საექსპერტო ბიუროს მონაწილეობით და მოლაპარაკებები მიმდინარეობს,” – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.მისივე განცხადებით ზურაბ ჟვანიას ეზგუმაცია აუცილებლად მოხდება. „ჩვენთვის მთავარი კითხვა ყოველთვის იყო, როგორ და საიდან მოხვდა ასეთი დოზით CO მათ სისხლში. ძალიან მარტივად შეუძლია ნებისმიერს, აკრიფოს გუგლში და სრულ ინფორმაციას მიიღებს ამ მომწამლავ ნივთიერებაზე,“ – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაში(video) ჟვანიას დაცვის უფროსის ემოციური ინტერვიუ – კობა ხარშილაძე შემთხვევის ყველა დეტალს იხსენებს
შემდეგი სტატია„ოკუპაციის შესახებ კანონის შეცვლა დუმის თავმჯდომარე ნარიშკინის მოთხოვნაა“