5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

“ჩვენ არასდროს გვექნება ბირთვული იარაღი” – შეთანხმებბისთვის ტრამპს ირანისგან ამ სიტყვების მოსმენა სურს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შარშან, ირანში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ისინი გააფრთხილეს, რომ აღარ ეცადონ თავიანთი შეიარაღების პროგრამის აღდგენას, თუმცა აგრძელებენ და ამ ეტაპზე „კვლავ მისდევენ თავიანთ ბოროტ ბირთვულ ამბიციებს“.

კონგრესში, ყოველწლიური მიმართვის დროს ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს შეთანხმების დადება სურს, რათა თავიდან აიცილოს აშშ-ის შემდგომი დარტყმები, მაგრამ ჯერ არ აუღია ვალდებულება, რომ არასდროს შექმნის ბირთვულ იარაღს.

„ჩვენ მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ – მათ სურთ შეთანხმების დადება, მაგრამ არ მოგვისმენია ეს საიდუმლო სიტყვები: „ჩვენ არასდროს გვექნება ბირთვული იარაღი“. ამ პრობლემის დიპლომატიურად მოგვარებას ვამჯობინებ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: არასდროს დავუშვებ, რომ მსოფლიოში ტერორის ნომერ პირველ სპონსორს ბირთვული იარაღი ჰქონდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 37 წლის მამაკაცი დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შემდეგი სტატია“ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ მეცხრე ომის დასასრულებლად” – ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომზე