ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ქვეყანა აგრესიას არასდროს დაემორჩილება, ხოლო კონფლიქტის დასრულება ირანის ძლიერების ფონზე ერთადერთი სწორი გამოსავალია.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ ირანის გამარჯვება აღიარა, ხოლო შეერთებული შტატები სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმების გამო გააკრიტიკა.
„ჩვენ არასდროს დავნებდებით ჩაგვრას, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დავდგებით და გამანადგურებელ პასუხს გავცემთ. ომის დასრულება მაშინ, როდესაც ირანი ძლიერი და ძლევამოსილია, სწორი გზა არის“, — განაცხადა ფეზეშქიანმა.
ირანის პრეზიდენტმა მოსახლეობას შიდა ერთიანობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული უთანხმოებები კერძო ინტერესებიდან გამომდინარეობს, ირანის ძლიერების მთავარი გარანტი კი საზოგადოების კონსოლიდაციაა.














