“ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს,”-თამარ ხიდაშელი საგარეჯოს არჩევნების შესაძლო გამოძიებაზე საუბრობს

შემაჯამებელი ბრიფინგი

გამჭვირვალობა საქართველო პროკურატურას გოგი თოფაძის მიერ გამოთქმული ბრალდებებით დაინტერესებას სთხოვს, რომლის თანახმადაც თოფაძის თქმით საგარეჯოში არჩევნები გაყალბდა.

ორგანიზაციის განცხადებას დეპუტატი და რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ ხიდაშელი გამოეხმაურა. მას მიაჩნია, რომ სპეცუბნის შედეგებიც და მისი შექმნის საკითხიც ორი ინსტანციის სასამართლომ განიხილა და შესაბამისი გადაწვეტილება მიიღო.

“მუხროვანში სპეციალური უნბის შექმნაზე იმსჯელა ორი ინსტანციის სასამართლომ, რაიონულმა და სააპელაციომ. ორივემ დაადგინა, რომ სპეცუბანი შეიქმნა კანონის უფლებათა დაცვით. შემდეგ შედეგები გადაითვალა საოლქო საარჩევნო კომისიამ, შედეგები გასაჩივრდა და ორივე ინსტანციის სასამართლომ განიხილა. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ აუცილებელია პროკურატურა ამ ფაქტით დაინტერესდეს ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს,”- აცხადებს თამარ ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშისაგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატია“მგონია, რომ კარგი კანდიდატია”- ირაკლი ალასანია ანა დოლიძეზე საუბრობს