“ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ომი საქართველომ დაიწყო” – IRI-ის პრეზიდენტი

„2008 წელს მთავრობაში სახელმწიფო მდივანთან ვმუშაობდი. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ომი საქართველომ დაიწყო,“- ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტმა, დენიელ თუაინინგმა განაცხადა.

IRI-ის ხელმძღვანელმა ჟურნალისტის მიერ დასმულს შეკითხვას უპასუხა, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებას ეხება.

„ჩვენ, ვნახეთ, რომ რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და აგრძელებს შეიარაღებული ძალების ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების, საერთაშორისო წესების და ნორმების დარღვევით. ეს არის ამერიკის პოზიცია და ის საკმაოდ ნათელია,“- განაცხადა დენიელ თუაინინგმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს NDI და IRI აქტიურად დააკვირდებიან
შემდეგი სტატია“ფანტელებივით ეყრება თავზე პუტინის წარმოგზავნილ ზურაბიშვილს ჩვენი ხალხისგან აწაპნილი მილიონები,“ – ნათელაშვილი