ჩვენ არ ვითხოვთ შესვლას, ვითხოვთ, რომ ეს ახალგაზრდები, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თავიანთი და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, შეუშვან შიგნით- სოფო ჯაფარიძე

„მოვითხოვთ, რომ ეს ახალგაზრდები შეუშვან შიგნით, ჩახედონ თვალებში და ის პასუხები, რა პასუხებითაც შიგნით არიან დღეს წარმოდგენილები მიკროფონთან, წყნარად და მშვიდად, გაღიმებული სახეებით – ამ ახალგაზრდებს გასცენ ეს პასუხები“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით – „ჩვენი ყველას მომავალი იღუპება მათი ამ ქმედებით. ველოდებით, როდის შეუშვებენ ახალგაზრდებს შიგნით.
ჩვენ არ ვითხოვთ შესვლას, ვითხოვთ, რომ ეს ახალგაზრდები, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თავიანთი და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, შეუშვან შიგნით.

სხედან ცინიკური სახეებით და უნამუსო განცხადებებს აკეთებენ. ხედავთ მათ დამოკიდებულებას, როგორ ექცევიან ქალებს.
მართლა წარმოუდგენელია ის, რასაც ვისმენთ დილიდან მათგან. ყველაზე მეტად ამ ახალგაზრდების ეშინიათ და მოვითხოვთ, რომ ეს ახალგაზრდები შეუსვან შიგნით, ჩახედონ თვალებში და ის პასუხები, რა პასუხებითაც შიგნით არიან დღეს წარმოდგენილები მიკროფონთან, წყნარად და მშვიდად, გაღიმებული სახეებით – ამ ახალგაზრდებს გასცენ ეს პასუხები. ვერ გასცემენ, რადგან ეშინიათ!“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ

banner
წინა სტატიაშიერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა, იგივე ხდება დღეს, სად გაგონილა ელჩი ერეოდეს პარლამენტმა რა კანონი მიიღოს – კალაძე
შემდეგი სტატიამზად ვართ, ჩავერთოთ პრემიერის მიერ დიპლომატებისთვის შეთავაზებულ დისკუსიაში – პაპუაშვილი