ჩვენ არ ვაღიარებთ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად – ოპოზიციის პასუხი ზურაბიშვილს

მთავარი კონკურენტი ოპოზიციიდან სალომე ზურაბიშვილის ულტიმატუმს პასუხობს. ზურაბიშვილმა თქვა, რომ გრიგოლ ვაშაძეს ინაუგურაციაზე იმ შემთხვევაში მიიწვევს, თუ ის მის ლეგიტიმურობას აღიარებს.

მათი თქმით, ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გრიგოლ ვაშაძე ზურაბიშვილის ინაუგურაციას არ დაესწრება.

„ჩვენ არ ვაღიარებთ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად. ის არის არალეგიტიმური პრეზიდენტი ქვეყნის, შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ეს ინაუგურაცია გრიგოლ ვაშაძის გარეშე ჩაივლის,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპატრულ-ინსპექტორი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
შემდეგი სტატიაშესაძლო კავშირი ზეწოლასა და გამოტანილ განაჩენებს შორის – ევროპის საბჭოს კომიტეტმა მერაბიშვილის განაჩენები ეჭვქვეშ დააყენა