ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ სხვა პარტნიორები, როგორებიცაა ბალკანეთი, საქართველო და მოლდოვა, რომ არ განმეორდეს უკრაინის სცენარი – გლობალური უსაფრთხოების ფორუმის პრეზიდენტი

ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ სხვა პარტნიორები, როგორებიცაა ბალკანეთი, საქართველო და მოლდოვა, რომ არ განმეორდეს უკრაინის სცენარი, – ამის შესახებ გლობალური უსაფრთხოების ფორუმის პრეზიდენტმა, რობერტ ვასმა ბრატისლავაში ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, უკიდურესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ უკრაინის აღდგენა და რეკონსტრუქცია.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის აუცილებლობას. მისი თქმით, ცენტრალური ევროპა უნდა იყოს ლიდერი ერთიანობის უზრუნველყოფის პროცესში, რადგან მხოლოდ „ერთიანობით გადავრჩებით“.

„ჩვენი დებატების დროს მე ვიგრძენი ბევრი ემოცია არა მხოლოდ უკრაინელებისგან, არამედ ყველა თქვენგანის ემოცია, რომ ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ომი, უკრაინელებმა უნდა მოიგონ და ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ. ეს იყო ამ კონფერენციის მკაფიო გზავნილი. ვფიქრობ, დასავლეთში არის უპრეცედენტო ერთიანობა და მტკიცე მზადყოფნა უკრაინის დასახმარებლად. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რაც შეგვიძლია, რომ ეს ერთიანობა გაგრძელდეს არა მხოლოდ თვეების, არამედ მომავალი წლების განმავლობაში. ეს არის გლობალური უსაფრთხოების, ცენტრალური ევროპის ხელმძღვანელობის მისია, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ომი არა მხოლოდ უკრაინელებს აზარალებს, მას აქვს გლობალური შედეგები, როგორიცაა სასურსათო უსაფრთხოების კრიზისი, ინფლაცია, ეკონომიკის განვითარების შენელება. ჩვენ ვხედავთ, როგორ შეუძლია მსოფლიოს ერთ ნაწილში კონფლიქტმა შეარყიოს მთელი გლობალური უსაფრთხოების სისტემა. ასე რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და უკრაინამ გაიმარჯვოს. დიქტატორებისთვისა და ავტოკრატებისთვის კი გზავნილი მკაფიოა – ეს არ არის მათთვის იაფი თავგადასავალი. ასევე უნდა დაგვავიწყდეს სხვა პარტნიორები და სხვა ქვეყნები. ჩვენ აქ გვყავდა პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები საქართველოდან, მოლდოვადან, ბალკანეთიდან. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ის სცენარი, რომელიც განვითარდა უკრაინაში, არ განმეორდეს სხვა ქვეყანაში“, – განაცხადა რობერტ ვასმა.

სამდღიანი ფორუმის განმავლობაში 45 პანელური სესია გაიმართა. ღონისძიებაზე სულ 80 ქვეყნის 1 500-ზე მეტი მონაწილე იყო წარმოდგენილი. ბრატილასავაში გამართული გლობალური უსაფრთხოების ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაშიძირითადად წოლითი რეჟიმი აქვს და გადასხმებს უკეთებენ, როდემდე შეიძლება ეს გადასხმები უკეთონ ადამიანს, რომელიც საკვებს ვერ იღებს? – ალასანია
შემდეგი სტატიარუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთს ამცირებს – კულება