ჩვენ არ შეუძლია იარაღთან დაკავშირებით უკრაინის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება – გერმანიის ვიცე-კანცლერი

გერმანიის ვიცე-კანცლერ რობერტ ჰაბეკის განცხადებით, ქვეყანას არ შეუძლია იარაღთან დაკავშირებით უკრაინის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამის შესახებ მან გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები ამჟამად სწავლობენ „Panzerhaubitze 2000“-ის ოპერირებას, ამიტომ, იმის თქმა, რომ გერმანია დიდი ხალისით ვერ ეხმარება უკრაინას, სიმართლეს არ შეესაბამება. ჰაბეკის თქმით, გერმანიას არ შეუძლია უკრაინის ყველა სურვილის შესრულება, რადგან „ეს შექმნის გარკვეულ დაძაბულობას“.

„ვფიქრობ, ბრალდება იმის შესახებ, რომ გერმანია ძალიან ცოტას აკეთებს, მცდარია. არასწორია, რადგან ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს შეიძლება აიხსნას იმითაც, რომ როგორც ევროკავშირის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლისგანაც ხალხი სამართლიანად ითხოვს ბევრს და ასევე იმითაც, რომ ბოლო წლებში გერმანია ძალიან არაკრიტიკულად იყო განწყობილი რუსეთის ხელისუფლების მიმართ“, – განაცხადა ჰაბეკმა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის დაზვერვა – რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ქალაქ ლიმანის უმეტესი ნაწილი დაიკავეს, რაც მათ დონბასზე შეტევის მომდევნო ფაზაში უპირატესობას მისცემს
შემდეგი სტატიაპეტრო პოროშენკოს უკრაინის ტერიტორიის დატოვების უფლება არ მისცეს