ჩვენ არ მოგვითხოვია ალ-შიფას ევაკუაცია, საავადმყოფოს დირექტორმა ითხოვა – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ მათ არ მოუთხოვიათ ღაზის სექტორში ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაცია. IDF-ის განმარტებით, ისინი დათანხმდნენ მისი დირექტორის თხოვნას, დახმარებოდნენ ევაკუაციაში. მათივე თქმით, უსაფრთხო მარშრუტი გახსნილია და ვისაც სურს, შეუძლია საავადმყოფო დატოვოს.

“დღეს დილით, IDF-მა დააკმაყოფილა ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორის თხოვნა, რომ ღაზის მცხოვრებლებს, რომლებიც იქ იმყოფებიან და ევაკუაცია სურთ, უსაფრთხო გზით დატოვონ საავადმყოფო.

IDF-ს არ გაუცია ბრძანება პაციენტების ან სამედიცინო პერსონალის ევაკუაციის შესახებ, ფაქტობრივად შევთავაზეთ, რომ ევაკუაციაში დავეხმარებოდით…სამედიცინო პერსონალი დარჩება საავადმყოფოში იმ პაციენტების დასახმარებლად, რომლებსაც ევაკუაცია არ შეუძლიათ,” – ამბობს IDF.

IDF-ში ასევე ამბობენ, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს გასულ ღამით დამატებით საკვები, წყალი და ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდეს.

banner
წინა სტატიაშიEU-ში გაწევრიანება რთული პროცესია, ეს მოითხოვს ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივ თანამშრომლობას – ჰერჩინსკი
შემდეგი სტატიაარ ვიცი რატომ ვიმალებით რაღაცის უკან… ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს – ზურაბიშვილი