“ჩვენ არ გვსურს ვიყოთ ამერიკა” – გრენლანდიის პასუხი ტრამპს

გრენლანდიის პარლამენტი აშშ-ის მუქარის განსახილველად შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ გრენლანდიის ასამბლეის ხუთი პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში ისაუბრეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გრენლანდიელებმა მომავალი თავად უნდა გადაწყვიტონ სხვათა ზეწოლისა და ჩარევის გარეშე.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს სურვილს, რომ აშშ-ს მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ უპატივცემულობა დასრულდეს. ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ ამერიკელები, არ გვინდა ვიყოთ დანიელები, ჩვენ გვინდა ვიყოთ გრენლანდიელები. ჩვენი ქვეყნის მომავალი თავად უნდა გადავწყვიტოთ, ზეწოლის ან სხვა ქვეყნების ჩარევის გარეშე“, – ნათქვამია პარტიების ლიდერების განცხადებაში, რომელიც გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა.

გრენლანდიის პარლამენტის შეხვედრა 3 თებერვალს იყო დაგეგმილი, თუმცა ლიდერებმა განაცხადეს, რომ შეხვედრას დააჩქარებენ. ჯერჯერობით შეხვედრის ჩატარების თარიღი უცნობია.

ცნობისთვის, 3 იანვარს ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ აქტიურად დაიწყო საუბარი გრენლანდიის კონტროლის სურვილზე. თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი და მისი მრჩევლები გრენლანდიის შეძენის რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. საპასუხოდ, დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიის ძალისმიერი ანექსიის

banner
წინა სტატიაში„ნესტლე საქართველო“ მომხმარებელს ბოდიშს უხდის და ფულად კომპენსაციას სთავაზობს
შემდეგი სტატიამარში დედაქალაქის ცენტრში – რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ