ჩვენ არ გვჭირდებოდა პოლიტპატიმრები, საჭიროა დამოუკიდებელი და ფუნქიონირებადი ქართული მარლმსაჯულება, კანონის უზენაესობა

“ძალიან გახარებული ვარ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯი სწორი მიმართულებით”, – ამბობს ევროპარლამენტარის და დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაცის ჯგუფის [DEG] წამყვანი წევრი, ვიოლა ფონ კრამონი TV პირველთან საუბარში პოლიტპატიმრების შეწყალებაზე.

ევროპარლამენტარის განარტებით, ძალიან მნისვნელოვანია მოსალოდნელი ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, ჯერ კიდევ არჩევნებამდე.

“8 მარტის შემდეგ, ჩვენ გვქონდა მოლოდინი თუ რა სახით და როგორ შესრულდებოდა შეთანხმება, აქედან გამომდინარე, გასულ კვირებში ყველა ვფიქრობდით იმაზე, თუ რა აუცილებელი ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ.

ასევე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ჩვენ ყველამ გავაცნობიერეთ, რომ ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ, არასამთავრობო სექტორმა, ხაზი გაუსვა გარკვეულ ხარვეზებს ქართული მართლმსაჯულების სიტემაში. ჩვენ არ გვჭირდებოდა პოლიტპატიმრები, საჭიროა დამოუკიდებელი და ფუნქიონირებადი ქართული მარლმსაჯულება, კანონის უზენაესობა. იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად და ოპოზიციასთან ერთად გაგრძელდება ამაზე აქტიური მუშაობა “, – ამბობს ტვ პირველთან საუბარში ვიოლა ფონ კრამონი.

banner
წინა სტატიაშიმივესალმები საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი – არის ქვეყნის ცხოვრებაში ეპიზოდები, რაც უკვე ვეღარ მართლდება, სადაც არც ღირსებაა, არც თავმოყვარეობა და ყველაფერი სულერთია, გამოვფხიზლდეთ ყველა