ჩვენ არ გვაქვს უფლება, ეს ომი ჩვენს შვილებს გადავცეთ, მტერი აქ და ახლა უნდა განადგურდეს – ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, ის უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ამერიკელ და ბრიტანელ კოლეგებს, მარკ მილისა და ტონი რადაკინს ესაუბრა.

„ოთხი დღის წინ მტერმა სხვადასხვა პლატფორმიდან 53 ფრთოსანი რაკეტა გაისროლა, სამი დღის წინ – 26 რაკეტა, ორი დღის წინ – თითქმის 40 და ბოლო 24 საათის განმავლობაში – 12“, – აღნიშნა მან.

ვალერი ზალუჟნის თქმით, “აქტიური საომარი მოქმედებების” ტერიტორია განფენილია ხარკოვის ჩრდილოეთიდან შავი ზღვის სანაპიროზე მდინარე დნიპრომდე.

„ყველაზე ინტენსიური საომარი მოქმედებები ხორციელდება ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქების ჩრდილოეთით. ამ რაიონში მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა განახორციელა 270 საარტილერიო იერიში, გამოიყენა 45 000 ვაზნა, განახორციელა ორი სარაკეტო და 32 საჰაერო დარტყმა. სიტუაცია ძალიან რთულია, მაგრამ კონტროლირებადი,“- აღნიშნა ზალუჟნიმ.

მისი თქმით, მტრის შესაჩერებლად აუცილებელია მისი განადგურება, მაგრამ ამისთვის საჭიროა მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა.

„ჩვენ არ გვაქვს უფლება, ეს ომი ჩვენს შვილებს გადავცეთ. მტერი აქ და ახლა უნდა განადგურდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ გაჩერდება. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ გვჭირდება მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ბაიდენის ცოლსა და შვილს სანქციები დაუწესა
შემდეგი სტატიამთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს, 2023 წლის 1-ელ ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი იკრძალება