“ჩვენ ამას არ გადავყლაპავთ” – კულება EU-ს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ქვეყანა ივნისში არ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, მაშინ ეს ევროპელების მხრიდან „მოტყუება“ იქნება.

“თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ, ეს შეიძლება მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდეს – ევროპა ცდილობს ჩვენს მოტყუებას. ჩვენ ამას არ გადავყლაპავთ…უკრაინა ერთადერთი ადგილია ევროპაში, სადაც ადამიანები იღუპებიან იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროკავშირი ემყარება და ვფიქრობ, ეს პატივი უნდა იქნას მიღებული”,- განაცხადა კულებამ.

banner
წინა სტატიაშიბოლო 24 საათში “აზოვსტალზე” 34 საჰაერო შეტევა განხორციელდა – “აზოვი”
შემდეგი სტატიახერხეულიძე – „ვივამედში“ მნახველებს თუ არ დაუშვებენ, გადაყვანაზე სააკაშვილის პოზიცია არ იქნება დამაკმაყოფილებელი