“ჩვენ ახლა სახელმწიფოს უნდა დავუბრუნოთ ღირსება”- მელია

„ეს შენობა აღარ არის პარლამენტის შენობა, ჩვენ ახლა სახელმწიფოს უნდა დავუბრუნოთ ღირსება“ – ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

„ეს შენობა აღარ არის პარლამენტის შენობა, თუ გავრილოვს ჰქონდა უფლება გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა, საქართველოს მოქალაქეებს რატომ არ აქვს უფლება იმის, რომ შევიდეს პარლამენტის ეზოში,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია სამომავლო გეგმებზე საუბრისას ამბობს, რომ ივანიშვილს სიტუაციის განმუხტვის მხოლოდ ის შესაძლებლობა აქვს, რომ ოპოზიციის და მოქალაქეების მიერ წამოყენებული ულტიმატუმები დააკმაყოფილოს. ნიკა მელიას თქმით, უნდა გადადგეს შს მინისტრის, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და პარლამენტის თავმჯდომარე.

„ოდნავი შანსი აქვს ივანიშვილს სიტუაციის განმუხტვის, თუ კობახიძეს მოხსნის, იმიტომ, რომ მისი დანიშნულია, ყველამ ვიცით, და ის ულტიმატუმები, რომლებიც იქნა წამოყენებული გახარიასთან მიმართებით დაკმაყოფილდება. ამის შემდეგ ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან ხელისუფლებასთან. ჩვენს ინტერესში არ შედის მხოლოდ ივანიშვილის ჩამოგდება, ამ ქვეყნის წარმატება, განვითარება გვინდა,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის შესასვლელთან პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება
შემდეგი სტატია“რაც ამ წუთებში პარლამენტის წინ ხდება, გასცდა გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და შეიძინა ანტიკონსტიტუციური ხასიათი” – კალაძე